მთავარი » ფაილები » ძირითადი ცნებები და ტერმინები კულტურის კვლევებში

ლექცია 5
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (20.9 Kb) ] 25.10.2012, 13:01

იდენტობა

 

სიტყვა იდენტობა" მოდის ლათინური ფრაზიდან „Idem et Idem", რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "იგივე და იგივეს" ანუ „ერთსა და იგივეს". იდენტობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე"-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან (სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია და ა. შ.). სოციალურ მეცნიერებებში გამოყოფენ სოციალურ, კულტურულ, ეთნიკურ, ჯგუფურ იდენტობებს. იდენტობის მექანიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური სტრუქტურისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების, გადაცემის პროცესში. 

თავად პროცესის, დინამიკის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „იდენტიფიკაცია", რომელიც პირველად ხმარებაში ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა შემოიღო. მისი სკოლა იდენტიფიკაციას „მე"-ს თვითგანვითარების მთავარ, ცენტრალურ მექანიზმად მოიაზრებს. დღეისათვის სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარები „იდენტიფიკაციაში" გულისხმობენ ინდივიდის სოციალიზაციას, სოციალური როლების მიღებასა და ადაპტაციას, სოციალურ–კულტურული მოდელების ათვისების პროცესს. 

იდენტობის სუბიექტური განცდა – თვითიდენტიფიკაცია – ყალიბდება ადამიანის ინდივიდუალური განვითარების კვალდაკვალ და სოციალიზაციის, საზოგადოებაში პიროვნების ინტეგრაციის შედეგს წარმოადგენს. ინდივიდის მიერ სოციალურ–კულტურული ნიმუშების, ნორმების, ღირებულებების ათვისება და გაზიარება, საკუთარი თავის, ადგილის მიკუთვნება არ არის ერთგვაროვანი პროცესი და ხასიათდება გარკვეული ცვლილებებითაც. გამოყოფენ იდენტობის დაკარგვის, შელახვის შესაძლებლობას, რომელიც ძირითადად ინდივიდის ასაკობრივი, ფსიქოლოგიური კრიზისის ან სოციალურ–კულტურული გარემოს მკვეთრად შეცვლის შემთხვევაში რეალიზდება. მაშასადამე, იდენტობის დაკარგვა თანამდევია ისეთი მოვლენებისა როგორიცაა გაუცხოება, დეპერსონალიზაცია, ანომია, პიროვნული დეზორიენტაცია, სოციალური იზოლირება, გაორება (მარგინალიზაცია), ფსიქოლოგიური პათოლოგია. სოციალურ–კულტურული ცვლილებების დროს იდენტობის კრიზისმა შეიძლება ფართო, საყოველთაო მასშტაბები მიიღოს, თუმცა მას ზოგჯერ დადებით შედეგებამდეც მივყავართ (როგორიცაა ცვლილებებისადმი ადაპტაცია, სტრუქტურული ცვლილებები და სხვ.). 

ამგვარად, სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებული სამი ტერმინი - იდენტობა, იდენტიფიკაცია, თვითიდენტიფიკაცია - ერთი და იგივე შინაარსისაა და ერთმანეთისაგან განსხვავდება აქცენტებით: 1. იდენტობა აღნიშნავს უკვე ფაქტის სახით არსებულ რეალობას, იდენტიფიკაცია კი პროცესია, რომლის შედეგი ამ რეალობის განსაზღვრაა; 2. იდენტიფიკაცია და თვითიდენტიფიკაცია ერთი და იგივე პროცესის ობიექტური და სუბიექტური ასახვაა. კულტურული იდენტობა არის ამა თუ იმ ისტორიული ერთობის წევრ ინდივიდთა (თვით) გააზრება ამ ერთობის კულტურის წევრად. ეთნიკური იდენტიფიკაცია საკუთარ ეთნიკურ გარემოსთან ინდივიდის გაიგივების პროცესია, რომელიც მას ამ ეთნოსის ქცევის ნორმებისა და კულტურული ფასეულობების ათვისების შესაძლებლობას აძლევს. ცივილიზაციური იდენტობა არის ამა თუ იმ კულტურის მატარებელთა (თვით) გააზრება რომელიმე ცივილიზაციური ერთობის წევრად.

 

 

 

 

იდენტობა

 

Text Box: იდენტობა (ლათ. idem - იგივე, მსგავსი, identitas - იგივეობა) - ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდა.იდენტობა დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრებაში არსებულ მთავარ კითხვებთან - „ვინ ვარ მე?” და „ვინ ვართ ჩვენ?” ტერმინით იდენტობა განვსაზღვრავთ ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის არსს, მის რაობას, ვადგენთ, რას წარმოადგენს ის.

ადამიანი საკუთარ იდენტობას ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობით საზღვრავს. ცხოვრების მანძილზე ამ ჯგუფების რაოდენობა იზრდება. ადამიანს ერთდროულად რამდენიმე იდენტობა აქვს, მაგალითად,  იგი დაკავშირებულია ოჯახთან, როგორც შვილი, მეუღლე, ძმა ან და, მამა ან დედა; ამავე დროს ის, თავის ოჯახთან ერთად, რომელიმე სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფთან აიგივებს თავს, რომელიმე ქვეყნისა და რეგიონის მცხოვრებია, რომელიმე პროფესიულ საზოგადოებას და ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, ან მისი შემადგენელი ელემენტები შეიცვალოს. მაგალითად, ქალაქ რომის მცხოვრები საკუთარ იდენტობას განსაზღვრავს როგორც რომაელი, იტალიელი, კათოლიკე, ქრისტიანი, ევროპელი, დასავლელი.

Text Box: ადამიანი შეიძლება განისაზღვროს როგორც არსება, რომელსაც შეუძლია თქვას „მეText Box: იდენტობა არის ადამიანთა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი, რას წარმოადგენენ და რა დამოკიდებულება აქვთ სხვებთან.
მაიკლ ჰოგი და დომინიკ აბრამსი,
ამერიკელი ფსიქოლოგები



Text Box: იდენტობა გვაძლევს ადგილს სამყაროში და წარმოადგენს კავშირს ჩვენსა და იმ საზოგადოებას შორის, რომელშიც ვცხოვრობთ.
 ქეთრინ ვუდვორდი, ამერიკელი მეცნიერი და მწერალი

ქეთრინ Woodward, 2002.
იდენტობა განსაზღვრავს ადამიანის ქცევას. რამდენადაც ერთი და იგივე პიროვნება ერთდროულად რამდენიმე იდენტობის მატარებელია, მისი ქცევა განსხვავებულია სხვადასხვა ვითარებაში. მაგალითად, იგი სხვადასხვაგვარად იქცევა როგორც დედა და როგორც თანამშრომელი, როგორც ძმა და როგორც მოსწავლე.

როგორც იცი, სოციალიზაცია მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. შესაბამისად, ადამიანის იდენტობა მუდმივად ივსება ახალი „პატარა ისტორიებით".

Text Box: სოციალური სტატუსი - პიროვნების როლი ან მდგომარეობა საზოგადოებაში კულტურული იდენტობა ინდივიდის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია. ადამიანები თავს მიაკუთვნებენ ამა თუ იმ ჯგუფს, რომლის წევრებთან ერთად ცხოვრობენ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მეტყველებენ ამა თუ იმ ენაზე, აქვთ საერთო რელიგია, საერთო წარსული. კულტურული იდენტობა ადამიანებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ, ვინ ვართ ჩვენ და ვინ არიან სხვები.

კულტურული იდენტობა, კონკრეტული ფასეულობებისა და ნორმების გაზიარება განსაზღვრავს იმას, თუ როგორ შეასრულებს ინდივიდი სხვადასხვა ცხოვრებისეულ „როლს". მაგალითად, კულტურებში განსხვავებული შეხედულება არსებობს  ქალისა და მამაკაცის, ახალგაზრდისა და ზრდასრულის, ქვრივისა და დაუქორწინებლის ქცევის, ჩაცმის, მეტყველების, ინტერესებისა და საქმიანობის შესახებ.

 

ადამიანის მიერ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მისი სქესისათვის კულტურით განსაზღვრულ სოციალურ როლთან  გენდერული იდენტობა ეწოდება.

 

 

სტილით - ჩაცმულობით, ვარცხნილობით, მაკიაჟით, სამკაულებით და აქსესუარებით ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ,  როგორია ადამიანის იდენტობა - მისი სოციალური სტატუსი, რელიგიური შეხედულებები, ეთნიკური კუთვნილება და სხვ

 

 

სახალისო ისტორია:  ვინ ვარ მე?!

 

მარკ ტვენი

ტრაგიკული ნათესაობა

 

ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:

მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა იგი და  ცოლად შეირთო. ასე რომ, მამაჩემი ჩემი სიძე გახდა, ხოლო გერი - დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო.

ჩემს ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლისძმად ეკუთვნოდა, მე კი ბიძად, როგორც ჩემი დედის ძმა.

მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და შვილიშვილიც, როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.

მაშასადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის, ანუ ჩემი გერის დედა, მე კი, ერთსა და იმავე დროს, ჩემი ცოლისათვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც.  და რადგან რომელიმე ადამიანის ბებიის ქმარი, ამავე დროს, ამ ადამიანის ბაბუაც არის, გამოდის, რომ მე საკუთარი თავის ბაბუაც ვყოფილვარ.

 

 

 

კატეგორია: ძირითადი ცნებები და ტერმინები კულტურის კვლევებში | დაამატა: interculture
ნანახია: 1949 | რამოტვირთვები: 118 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: