მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები)

ლექცია 6
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (71.5 Kb) ] 31.10.2012, 13:11

  კულტურათა ტიპოლოგია კულტურის უნივერსალიები (ნაწილი 1)

ტიპოლოგია - ეს არის ობიექტების (საგნების, მოვლენების) დაჯგუფება გარკვეული ნიშან-თვისებების, მახასიათებლების მიხედვით. ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით, კულტურებიც შეიძლება სხვადასხვაგვარად დაჯგუფდეს, რასაც კულტურათა ტიპოლოგიას უწოდებენ. დედამიწის სხვადასხვა რეგიონის კულტურათა შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა გამოკვეთეს გარკვეული ნიშნები, რომლებსაც ტიპოლოგია ემყარება. კულტურათა ტიპოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ფასეულობებთან, მსოფლმხედველობასთან, ცხოვრების წესთან. კულტურები განსხვავდებიან ან ერთმანეთს გვანან პიროვნებათაშორისი ურთიერთობის ხასიათით, დამოკიდებულებით დროისა და სივრცისადმი, ინდივიდისა და ჯგუფისადმი, ტრადიციისა და სიახლისადმი. მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო კორპორაცია IBM-მა (International Business Machines Corporation) აღმოაჩინა, რომ მისი ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი წარმატებით მუშაობდნენ. მართვისა და ტექნიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, კორპორაციაში, თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო. არსებული პრობლემის მიზეზების ასახსნელად, კორპორაციის მესვეურებმა მიიწვიეს ჰოლანდიელი ფსიქოლოგი ჰეერტ ჰოფსტედე. საგანგებოდ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე, მან შეისწავლა კომპანიის 100 ათასზე მეტი თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით. აღმოჩნდა, რომ პრობლემებს მუშაობის პროცესში კულტურულ განსხვავებათა გაუთვალისწინებლობა ქმნიდა. IBM კორპორაციის თანამშრომლები ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობდნენ ერთნაირ ოფისებში, ერთნაირი გრაფიკით, ერთნაირ სამუშაო პირობებში, მზადდებოდნენ ერთი და იგივე პროგრამებით. ამ დროს კი ისინი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები იყვნენ და განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ დროისადმი, პირადი და ჯგუფური პასუხისმგებლობისადმი, სამუშაო სივრცისადმი, ძალაუფლებისადმი, ქალისა და მამაკაცის როლისადმი და ა.შ. ზოგიერთ კულტურაში ინდივიდის, ცალკეული ადამიანის ინტერესებს უპირატესობა ენიჭება ჯგუფის ინტერესებთან შედარებით; მიზანი ადამიანის პირადი ინტერესიდან გამომდინარე ისაზღვრება; გაცნობისას ყურადღება ექცევა იმას, თუ რას წარმოადგენს თავად ეს პიროვნება და არა ის ჯგუფი (ოჯახი, სანათესაო, სამეგობრო), რომელსაც იგი ეკუთვნის. ასეთ კულტურებს ინდივიდუალისტურ კულტურებს უწოდებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება შეერთებული შტატების, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ჰოლანდიის და ზოგი სხვა ქვეყნის კულტურა. ამისაგან განსხვავებით, არსებობს კულტურები, სადაც ჯგუფის ინტერესები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებენ კავშირს ოჯახთან, ნათესავებთან, მეზობლებთან და, ასევე, ორგანიზაციებთან, რომელშიც მუშაობენ; პიროვნების მიზანს ჯგუფური ინტერესი განსაზღვრავს; ადამიანი ფასდება იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება იგი. ასეთ კულტურებს კოლექტივისტურს უწოდებენ. ასეთებად ითვლება საბერძნეთის, ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკის, ტაივანის, ვენესუელას და სხვა კულტურები. კულტურათა დაჯგუფების კიდევ ერთი მოდელი ემყარება დროისადმი დამოკიდებულებას. ზოგიერთი კულტურის წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობას დროის ხანგრძლივი მონაკვეთისათვის გეგმავენ და მზად არიან, შედეგსა და გაწეული შრომის საზღაურს დიდხანს დაელოდონ. მათთვის მნიშნელოვანია არა სამუშაოს დასრულების დრო, არამედ საბოლოო შედეგის მაღალი ხარისხი. ასეთ კულტურებში (ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და სხვ.) ფასობს მომჭირნეობა, შეუპოვრობა, სოციალური ვალდებულებების პატივისცემა. ამის საპირისპიროდ, ზოგი სხვა კულტურის წარმომადგენლები ორიენტირებული არიან სწრაფ კონკრეტულ შედეგზე, ზუსტად გაწერილ სამუშაო გრაფიკზე, დროში კონკრეტულად განსაზღვრულ ანაზღაურებაზე (დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, ახალი ზელანდია, ავსტრალია და სხვ.). ზოგი კულტურის წარმომადგენლებისათვის უფრო კომფორტულია ღია, გახსნილი სივრცე. მაგალითად, ეზოები დაბალი ღობეებით, ხოლო სამუშაო კაბინეტები გამჭვირვალე ტიხრებით არის გამიჯნული, კარი მუდმივად ღიაა. მაგრამ ასეთ გარემოს ძნელად თუ შეეგუება ადამიანი, რომლის სამუშაო ოთახის კარი მხოლოდ განსაზღვრულ დროს იღება; იგი არ არის მიჩვეული მუდმივად სხვისი თვალსაწიერის არეში ყოფნას. კულტურები განსხვავდება იმითაც, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება წარსულს, აწმყოსა და მომავალს. წარსულზე ორიენტირებული საზოგადოებები განსაკუთრებით აფასებენ ტრადიციებს, წინაპრებს და მჭიდრო ოჯახურ კავშირებს. აწმყოზე ორიენტირებული საზოგადოებებისათვის აქტუალურია „აქ და ახლა", წარსული ნაკლებად მნიშნელოვანია, მომავალი კი - ბუნდოვანი და არაწინასწარმეტყველებადი. მომავალზე ორიენტირებული საზოგადოებები აქცენტს აკეთებენ ცვლილებებსა და პროგრესზე. ზოგ კულტურაში ადამიანები უშუალო კონტაქტის დროს ერთმანეთთან ახლოს მიდიან, სხვაგან კი ასეთი მიახლოება გაუგებარია და პირადი სივრცის დარღვევად მიიჩნევა. მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირულ და სამხრეთამერიკულ კულტურებში ჩვეულებრივად ითვლება საუბრის დროს მხარზე ხელის დაკვრა, ხელის გადახვევა, ჩრდილოეთ ევროპის წარმომადგენელთათვის კი ეს დამაბნეველი ჟესტია, რომელიც, შეიძლება, საფრთხის მომასწავებლად აღიქმებოდეს. კულტურათა ტიპოლოგიის ნებისმიერი მოდელი პირობითია: არ არსებობს კულტურა, რომელიც ზუსტად და მკაფიოდ შეესაბამება ზემოთ დასახელებულ მახასიათებლებს. მიუხედავად ამისა, კულტურათა ტიპოლოგიის სფეროში დაგროვილი ცოდნა ძალიან მნიშნელოვანია, მაგალითად, დიპლომატებისათვის, რომელთაც, საგანგებოდ ასწავლიან კულტურათა თავისებურებებს. ამ ფაქტორს ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო ბიზნეს კომპანიები, თავიანთი საქმიანობისა და პროდუქციის რეკლამირების წარმატების უზრუნველსაყოფად. კულტურის უნივერსალიები ადამიანები მოიპოვებენ და განკარგავენ რესურსებს, ქმნიან წესებსა და კანონებს, სწავლობენ და ასწავლიან, შრომობენ და ისვენებენ, იკვლევენ სამყაროს, ქორწინდებიან და ბავშვებს ზრდიან, ყიდულობენ და ყიდიან, იბრძვიან და თავს იცავენ, ლოცულობენ და მსხვერპლს წირავენ, თხზავენ ამბებს და ხატავენ... ყოველივე ჩამოთვლილს, ამა თუ იმ ფორმით, უკლებლივ ყველა კულტურაში ვხვდებით, თუმცა, რასაკვირველია, ძალიან განსხავებული სახით. ამრიგად, სხვადასხვა კულტურებს შორის გარკვეული საერთო ელემენტები იკვეთება, რომლებიც ყველა ან თითქმის ყველა საზოგადოებისათვის არის დამახასიათებელია. მათ კულტურის უნივერსალიებს (ლათინური სიტყვიდან „universalis" – საერთო, საყოველთაო) უწოდებენ. არ არსებობს კულტურა, რომელსაც არ აქვს ენა გრამატიკული სტრუქტურით, ოჯახის ესა თუ ის ფორმა, ბავშვებზე ზრუნვის სისტემა. ყველა კულტურაში არსებობს სოციალური ინსტიტუტები – ადამიანის ცხოვრების რაიმე სფეროს მოსაწესრიგებლად გამომუშავებული კანონებისა თუ ტრადიციების ერთობლიობა. ინსტიტუტებია, მაგალითად, ქორწინება (რა ასაკიდანაა დაშვებული, ვისთან შეიძლება დაოჯახება და ა.შ.), რელიგია (მისი ადგილი საზოგადოებაში, რიტუალები და ა.შ.), საკუთრების ფორმები (კერძო, სათემო, სახელმწიფო და ა.შ.), მართვის და ძალაუფლების სისტემა (ბელადი, მეფე, უხუცესთა საბჭო, არჩევითი პარლამენტი და ა.შ.). ხსენებული ინსტიტუტები ყველა კულტურაშია და, ამგვარად, უნივერსალიების რიცხვს მიეკუთვნება (თუმცა არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც უნივერსალური არ არის, მაგალითად, თამადის ინსტიტუტი ქართულ კულტურაში). გარდა ამისა, უნივერსალიებია ხელოვნება, თამაში, სამკაული, ჰიგიენის წესები და სხვ. ზღაპარი - ერთი შეხედვით, ბავშვებისათვის განკუთვნილი, სახალისო და ჭკვიანური არარეალური ამბავი - ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკაცობრიო უნივერსალიად მიიჩნევა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ზღაპარი "არს მოგონებულ ტყუილი ამბავად შემჭევრებული და არა ქმნილი მყოფობით". იგი თითქმის ყველა ხალხს აქვს. ზღაპარი ძალზე ძველია, ის ხალხური ზეპირსიტყვიერების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მრავალი ასეული წლის განმავლობაში ეს ფანტასტიკური მოთხრობები, რომელთა იდეა, თემატიკა, სიუჟეტი, თხრობის სტილი, ენობრივი თავისებურები კარგად ასახავს მისი შემქმნელი ხალხის ყოფასა და ისტორიას, ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან. ზღაპარი იყო და არის ბავშვების სოციალიზაციის, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების საშუალება, რომელმაც დამწერლობის არსებობის პირობებშიც შეინარჩუნა თავისი ფუნქცია და ტრადიცია. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ზღაპრის მოტივები, სიუჟეტები, ფორმა. იგი გადადიოდა ხალხიდან ხალხში, ქვეყნიდან ქვეყანაში. მოგზაურები, ვაჭრები, ელჩები საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ უცხო ქვეყნის ზღაპრებს ყვებოდნენ. არსებობს ე.წ. მოარული სიუჟეტებიც, რომლებიც სხვადასხვა ხალხის ზღაპრებში გვხვდება და, როგორც ფიქრობენ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გაჩნდა. ასეთია, მაგალითად, უკვდავების მაძიებელთა ამბები, ბოროტი დედინაცვლების, კეთილი ჯადოქრების და სხვა ისტორიები. მითი. ტერმინი მითი, უფრო ზუსტად კი - მითოსი, ბერძნული წარმოშობისაა და აღნიშნავს სიტყვას, ნათქვამს, ამბავს. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს ახსნას სამყარო, ბუნებრივი მოვლენები თუ სოციალური რეალობა, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. რატომ გაჩნდა სამყარო? ვინ, რამ და როგორ შექმნა იგი? რატომ თოვს? რატომ წვიმს? სად ჩადის მზე? რატომ ღამდება? რატომ ციმციმებს ვარსკვლავი? ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ადამიანმა, უძველესი დროიდან დღემდე, მრავალი განსხვავებული პასუხი მოიძებნა - ზებუნებრივ ძალებთან დაკავშირებული თუ მეცნიერული. სწორედ ინტერესი, ცნობისმოყვარეობა გახდა მითის შექმნის საფუძველი. თითქმის ყველა კულტურაში არსებობს მითი, როგორც სამყაროს ახსნის ერთ-ერთი ფორმა. მითებზე საუბრისას, პირველ რიგში, ძველი ბერძნული მითები გვახსენდება და არცთუ უსაფუძვლოდ - მათ კლასიკურ მითებს უწოდებენ. თუმცა მითი ისეთივე უნივერსალიაა, როგორც ზღაპარი. ერთი შეხედვით, მითი და ზღაპარი ერთსა და იგივეს - არარეალურ ამბავს - გულისხმობს, თუმცა მათ შორის დიდი სხვაობაა. ადამიანებს იმთავითვე სწამდათ, რომ ზღაპარში მოთხრობილი ამბავი არასდროს მომხდარა, ხოლო მითში გადმოცემული ისტორიისა კი სჯეროდათ. შეიძლება, ჩვენ დღეს ზღაპრად ჩავთვალოთ აქილევსის, ჰერაკლეს, ათენას, გილგამეშის, ენქიდუს, დალის, ოჩოპინტრეს, ამირანის და სხვათა მითები, მაგრამ იმ დროს, როდესაც ეს მითები იქმნებოდა, ისინი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რწმენასთან და რელიგიურ წარმოდგენებთან, ასახავდა სამყაროს შესახებ არსებულ ცოდნას. მითოსური სამყაროს რეალურობაში ეჭვი არავის შეჰქონდა. დღესაც არსებობს საზოგადოებები, რომელთა ცხოვრების წესს მითოსური წარმოდგენები განსაზღვრავს. ზღაპარში არ არის დაკონკრეტებული დრო და ადგილი, სადაც მოქმედება ხდება, მითში კი პირიქით: ბერძნული პანთეონის ღმერთები ოლიმპოს მთაზე ცხოვრობენ, პრომეთე/ამირანი კავკასიონზეა მიჯაჭვული და ა.შ. თუ მითი ქართულია, მოქმედებაც საქართველოში ხდება, თუ შუამდინარული - შუამდინარეთში და ა.შ. ამგვარად, მითი მხოლოდ ფანტასტიკური ამბავი არ არის. ეს გახლავთ ადამიანთა წარმოდგენა წარსულისა და მომავლის, სამყაროს წარმოშობისა და ცხოვრების კანონზომიერებათა შესახებ. ეს კითხვები, რომლებზე პასუხიც მითის მეშვეობით გაიცემოდა, უნივერსალურია ყველა კულტურისათვის, სწორედ ამიტომ მიიჩნევა მითი კულტურულ უნივერსალიად. რელიგია - წარმოდგენათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც ემყარება ზებუნებრივი ძალების რწმენას - ყველა კულტურაში არსებობს. სხვადასხვა კულტურაში ბუნებრივად და ზებუნებრივად სხვადასხვა რამ ითვლება. მაგალითად, ესა თუ ის დაავადება ზოგან რაიმე ბაქტერიის ან ვირუსის გავრცელების შედეგად მიიჩნევა, სხვაგან კი - ზებუნებრივი ძალებით გამოწვეულ მოვლენად. წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის და რა არ არის ზებუნებრივი, ერთი საზოგადოების შიგნითაც იცვლება. რელიგია დაკავშირებულია ადამიანის მოთხოვნილებასთან, ახსნა მოუძებნოს მის ირგვლივ არსებულ საგნებსა და მოვლენებს. იგი განუყოფელია რწმენისაგან, რომელიც მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. რელიგია გულისხმობს მორწმუნეთა ჯგუფის არსებობას, თუმცა, ამავე დროს, რელიგიური განცდა ღრმად ინდივიდუალურია. რელიგია ზღვარს ავლებს ყოველდღიურობასა და ზებუნებრივ, უჩვეულო მოვლენებს შორის, რომლებიც არ არის შეზღუდული ბუნების კანონებით. იგი მოიცავს რიტუალებს, მორწმუნეებისათვის ადგენს ქცევის მარეგულირებელ მცნებათა თუ ნორმათა სისტემას, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე ამ თუ იმ გარემოში. რელიგია აღიარებს კავშირის შესაძლებლობას ადამიანურ და ღვთაებრივ სამყაროებს, მიწასა და ცას შორის. საინტერესოა, რომ ძველ რომაელთა ქურუმის სახელწოდება pontifex ნიშნავს „ხიდის გამდებს" რაც გამოხატავდა მის ფუნქციას, ერთმანეთთან დაეკავშირებინა ამქვეყნიური და ღვთიური რეალობა. ღმერთები და სულები შეიძლება იყვნენ იდუმალებით მოცულნი ან ადვილად მისაწვდომნი, ადამიანური საქმეებით დაინტერესებულნი ან გულგრილნი მათ მიმართ. ზოგ საზოგადოებაში ღმერთების იერარქია არ არსებობს, ზოგში კი ღმერთებსა და სულებს შორის ძალაუფლება ისევეა გადანაწილებული, როგორც ეს ადამიანებში ხდება. რელიგიის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა რწმენისა და რიტუალების განვითარების გრძელი გზა. რწმენა-წარმოდგენათა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფორმაა ტოტემიზმი - ტომსა და რომელიმე ცხოველს, მცენარეს ან ბუნებრივ მოვლენას შორის არსებული სულიერი კავშირის რწმენა. მაგალითად, ცხოველის, კერძოდ, დათვის კულტის არსებობა დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ტყიბულის რაიონის სოფ. ცუცხვათის მღვიმის არქეოლოგიური მონაცემებით. უძველეს საზოგადოებებში გავრცელებული იყო ფეტიშიზმი - საგნების თაყვანისცემა, რომელთაც, თითქოს, ზებუნებრივი თვისებები ქონდათ. არსებობდა წინაპრების კულტი, აგრეთვე სულების რწმენა და ბუნების გასულიერება, რასაც ანიმიზმი ეწოდება. ასევე გავრცელებული იყო მაგია. მაგს გარკვეული ქმედებებისა და შელოცვების მეშვეობით გავლენა უნდა მოეხდინა ადამიანსა და ბუნებრივ მოვლენებზე. მოგვიანებით გაჩნდა უფრო რთული წარმოდგენები სულზე, მის არსებობაზე გარდაცვალების შემდეგ, იმქვეყნიურ სამყაროზე, ღმერთებსა და გმირებზე. თანდათან ჩამოყალიბდა თეისტური რელიგიები, ისინი აღიარებენ ღმერთს, რომელსაც შეუძლია თავის მიერვე შექმნილი წესრიგის შეცვლა, რომელსაც არაფერი დაემალება, რომელსაც შეგიძლია მიმართო გასაჭირის დროს. თეისტურმა რელიგიებმა მკაფიოდ განასხვავეს მიწიერი და ზეციური სამყარო, სხეული და სული. ასეთი რელიგიებია: იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი. აღმსარებლობა ადამიანთა ჯგუფის, ეთნოსის, ერის, სახელმწიფოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. სიმბოლო (ბერძნ. sýmbolon - ნიშანი, რომელიც შეიძლება აღნიშნავდეს საგანს, მოვლენას, ბგერას და სხვ.) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნივერსალიაა. „მსოფლიოს ემბლემები და სიმბოლოები მართავენ, და არა სიტყვა და კანონი", ამბობდა ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი. სიმბოლო ლაკონურად ასახავს საგანს, მოვლენას ან ცნებას, რომლის გამოხატვასაც მრავალი სიტყვა დაჭირდებოდა. სიმბოლოები, ერთი მხრივ, შეიცავენ ინფორმაციას, ცოდნას ამა თუ იმ პიროვნების, ჯგუფის, საგნის ან ინსტიტუტის შესახებ, მეორე მხრივ კი იწვევენ ემოციურ განცდას. მაგალითად, ბრძოლის დროს აღმართული დროშა არმიის სულისკვეთებას განსაზღვრავდა: სანამ დროშა ფრიალებდა, გამარჯვებისათვის ბრძოლა გრძელდებოდა. დახრილი დროშა კაპიტულაციას (აგრეთვე გლოვას) ნიშნავდა, წარმატების აღსანიშნავად კი გამარჯვებული მხარე ქალაქის ან ციხის თავზე საკუთარ დროშას აღმართავდა. როგორც წესი, დამარცხებული მხარე გამარჯვებულს ქალაქის გასაღებს და საკუთარი ძალაუფლების ნიშნებს - კვერთხს, გვირგვინს და, პირველ რიგში, დროშას გადასცემდა. თეთრი დროშა დღესაც ბრძოლის შეწყვეტას და მოლაპარაკების შეთავაზებას აღნიშნავს. ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა, შეხედულება, იდეა თუ რწმენა სიმბოლოთი გამოიხატება. მაგალითად, შუა საუკუნეების ევროპაში ხელოსანთა და ვაჭართა გილდიებს, ასევე მე-19 საუკუნის საქართველოში ამქრებს საკუთარი, საქმიანობის შესაბამისი სიმბოლოები ჰქონდათ; დღეს თავისი სიმბოლოები აქვთ, მაგალითად, უნივერსიტეტებს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციას, პაციფისტებს, მწვანეებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას - გაეროს, იუნესკოს, ნატოს; ასევე სიმბოლოთა საშუალებით განვასხვავებთ ერთმანეთისაგან ამა თუ იმ რელიგიის აღმსარებლებს. სიმბოლოები კულტურიდან კულტურაში „მოგზაურობენ" და მნიშვნელობას იცვლიან. მაგალითად, ვარსკვლავის გამოსახულებას სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ხუთქიმიანი ვარსკვლავი შუმერულ მითოლოგიაში ქალღმერთ იშთარის სიმბოლო იყო, ანტიკურ ეპოქაში ის სამყაროს მშვენიერების სიმბოლოდ ითვლებოდა, რადგან ბუნების ჰარმონიასა და პროპორციას განასახიერებდა, ქრისტიანობაში ხუთქიმიანი ვარსკვლავი ბეთლემის ვარსკვლავსა და ქრისტეს ხუთ ჭრილობას აღნიშნავს, წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების სახელმწიფო ატრიბუტიკის აუცილებელი სიმბოლო იყო, დღეს ტოტალიტარიზმის სიმბოლოდ აღიქმება. ორი ერთმანეთზე დადებული ვარსკვლავი უძველესი დროიდან ციური და მიწიერი საწყისების კავშირს გამოხატავდა. დღეს ექვსქიმიანი დავითის ვარსკვლავი („მაგენ დავიდი" - დავითის ფარი) ისრაელის სახელმწიფოს სიმბოლოა. 

კატეგორია: შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) | დაამატა: interculture
ნანახია: 1439 | რამოტვირთვები: 288 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: